weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პანკისში ჰესის მშენებლობა განახლდა – მობილიზებულია სპეცრაზმი [LIVE]

10:24 კვირა, 21 აპრილი 2019

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანთან ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები განახლდა. დღეს დილიდან ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული, რომელსაც მძიმე ტექნიკასთან მისასვლელი ყველა გზა აქვს გადაკეტილი. პანკისში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძეც.

ბირკიანში ადგილობრივები არიან შეკრებილები. ისინი ერთ წელიწადზე მეტია ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

პანკისში ჰესის მშენებლობის განახლებამდე და პოლიციის შესვლამდე, 18 აპრილს პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა, რომელიც იმავე საღამოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის სამუშაოები გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა.

პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]